საწრეო მუშაობა V კლასი
ძვირფასო მოსწავლეებო
და მშობლებო!
ქ.რუსთავის
22-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე წელს სკოლის
V კლასის
მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებას იწყებს მათემატიკური წრე „ლემა“.
ხელმძღვანელი: ლალი ზაქარიაშვილი
წრის მოკლე დახასიათება:
წრეში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეუძლიათ V კლასის მოსწავლეებს. ცნობილია, რომ დღევანდელობა მოითხოვს არამარტო მათემატიკის სტანდარტულ (მშრალი ფორმულების ორომტრიალს) ცოდნას, არამედ შემოქმედებითი აზროვნების უნარს, ლოგიკურ დასაბუთებას. ამიტომ სასწავლო პროცესი ძირითადად ლოგიკური და სახალისო ამოცანების ამოხსნაზე იქნება აგებული, რომელიც განათლების სამინისტროს სტანდარტებითაა გათვალისწინებული. წრეობრივი მუშაობა საგრძნობლად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა დაინტერესებას და მოტივაციის გაზრდას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გაძლიერებას. წრის მუშაობა დატვირთული იქნება სხვადასხვა და მრავალფეროვანი დავალებებით შერჩეული პრინციპით „მარტივიდან რთულისკენ“ სახალისო აქტივობებით. მოსწავლეები განიხილავენ სხვადასხვა სახის არასტანდარტულ ამოცანებს და მოახდენენ სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონტექსტით პრაქტიკაში ტრანსფერს. წრეში გაერთიანებულია 12 მოსწავლე:
1. შელია სანდრო
2. სუხიაშვილი დავითი
3. გიორგაძე თამარი
4. დევიძე ზურა
5. ეფრემიძე მათე
6. მამაიაშვილი ანდრია
7. ჩირიკაშვილი მარიამი
8. ხაჩიძე ნია
9. ყიფშიძე ლიზი
10. კუჭავა ნათია
11. მაისურაძე ანდრია
12. გვენცაძე გვანცა
I სემესტრის განმავლობაში
ჩატარდება 14 სამუშაო შეხვედრა.
კვირაში ერთხელ (სამშაბათს
1 საათის დროის ხანგრძლივობით)
წრის მიზნები და ამოცანები:
· მათემატიკის საგნით
დაინტერესების გაზრდა და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის ხელშეწყობა.
· მათემატიკური აზროვნების
დახვეწა.
· კრეატიული აზროვნება.
· ლოგიკური აზროვნების
და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
· შეძენილი ცოდნის ტრანსფერი
და პრაქტიკაში გამოყენება.
მიზნის მისაღწევად გამოვიყენებთ
რესურსებს:
მათემატიკის სახელმძღვანელო:
„მათემატიკა“ (V კლასი - მაია წილოსანი,
ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია),
„მათემატიკა“ ( V კლასი ე. ნურკი, ა. ტელგმაა)
ამოცანათა კრებული
„ოლიმპიადა ევერესტი“
კომპიუტერი.
საწრეო მუშაობის შედეგები:
ვიმედოვნებ,რომ ამ აქტივობების გეგმაზომიერად განხორციელების შემდეგ მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან მათემატიკით და დამოუკიდებლად შეასრულებენ სამუშაოს მათი ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამისად. მოგეხსენებათ, მათემატიკური ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნა ნიშნავს, არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ფლობასა და გამოყენებას, არამედ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერებას, თვითეფექტიანობის გრძნობის განვითარებას,ეს ყველაფერი კი აუცილებელი წინაპირობებია წარმატე-ბული და რეალიზებული პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
საწრეო მუშაობის პროგრამა:
საგანი მათემატიკა I სემესტრი
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ სამშაბათს,1 საათის ხანგრძლივობით)
ხელ-ლი : ლალი ზაქარიაშვილი
N
|
შეხვედრის თარიღი
|
თემის დასახელება
|
ხანგრძლივობა
|
1
|
25.09 |
ნატურალური რიცხვები. ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით
|
1 სთ
|
2
|
02.10
|
ნატურალური რიცხვების დამრგვალება. შედარება.
|
1 სთ
|
3
|
09.10
|
თვლის სისტემები. იპოვე შეცდომა და გაასწორე (ჯგუფური მუშაობა)
|
1 სთ
|
4
|
16.10
|
მონაცემები. დიაგრამა. პიქტოგრამა.
|
1 სთ
|
5
|
23.10
|
ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით.
|
1 სთ
|
6
|
30.10
|
მონაკვეთი. სხივი. საკოორდინატო სხივი.
|
1 სთ
|
7
|
06.11
|
გეომეტრია. სივრცის აღქმა. გეომეტრიული ფიგურების დამზადება.
|
1 სთ
|
8
|
13.11
|
კუთხე. კუთხის გაზომვა. ტრანსპორტირის გამოყენება.
|
1 სთ
|
9
|
20.11
|
სამკუთხედი. მისი სახეობების (მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა) განხილვა.
|
1 სთ
|
10
|
27.11
|
რიცხვითი და ასოითი გამოსახულება. ამოცანების ამოხსნა ცვლადის შემოტანით.
|
1 სთ
|
11
|
04.11
|
ლოგიკური ამოცანები.
|
1 სთ
|
12
|
11.12
|
შეკრება-გამოკლების ერთობლივი შესრულება. კანონები.
|
1 სთ
|
13
|
18.12
|
გამრავლების კანონები. ნატურალური რიცხვის გამყოფები და ჯერადები.
|
1 სთ
|
14
|
25.12
|
ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა მეთოდებით.
|
1 სთ
|
გეთანხმებით და ვფიქრობ აღნიშნული მიზნებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება ძალიან დიდ პროგრესს გამოიწვევს ახალგაზრდებში (განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებში). ეს ტექნიკა სხვა პედაგოგებმაც უნდა აითვისონ...
ReplyDeleteძალიან სასიხარულოა ის ფაქტი რომ ზრუნავთ ჩვენს მომავალზე, ასეთი სახის ინოვაციური პროექტები ჩვენ ბავშვებს წარმატებასთან უფრო და უფრო გვაახლოვებს. ძალიან მიხარია რომ რუსთავს ასეთი პრესტიჟული სკოლები აქვს და რა თქმა უნდა მაღალი დონის მასწავლებლები...
ReplyDeletelali mascavlebelo moxaruli var,rom ase zrunavt chvens shvilebze,tkvens codnas da gamocdilebas ase rom uziarebt bavshvebs.creobrivi mushaobit upro dainteresdebian da metad sheiyvareben-matematikas.upro meti motivacia eknebat bavshvebs, rom meti da meti imushaon taviant tavze
ReplyDeleteძალიან კარგი პროექტია და საინტერესოა.
ReplyDeleteვფიქრობ,ეს წრე ბავშვებს გაუღრმავებს ცოდნას და მრავალმხრივ განუვითარებს სხვადასხვა უნარებს.წარმატებას ვუსურვებ საწრეო მუშაობაში ლალი მასწავლებელსა და მოსწავლეებს.
ReplyDeleteმოხარულები ვართ ლალი მასწავლებელო ამ ინიციატივით. ძალიან საინტრესო პროოექტია. ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან ყოველ სამშაბათს. ყოველი მომდევნო გაკვეთილი წინა გაკვეთილზე საინტერესოა. გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას !
ReplyDeleteძალიან მოხარულები ვართ ამ წრით.წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო.დიდი მადლობა თქვენ ლალი მასწავლებელო
ReplyDeleteძალიან მიხარია რომ ბავშვებს ეხმარებით განათლების მიღებაში და ცოდნის გაღრმავებაში. ძალიან კარგია რომ ბავშვებს ასეთი მეთოდებით ასწავლით მიხარია, რომ რუსთავში ასეთი კარგი სკოლები არსებობს და ასეთი მაღალი დონის მასწავლებლებ ასწავლიან. დიდი იმედი მაქვს რომ ამ მეთოდს სხვა პედაგოგებიც აითვისებენ.
ReplyDeleteძალიან სასიამოვნოა საწრეო მუშაობის ამ ფორმით წარმათვა!დარწმუნებული ვარ თქვენი საქმიანობა სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება თითოეული მოსწავლისათვის.საწრეო პედაგოგის მიერ შერჩეული სასწავლო სტრატეგიები მოსწავლეებს ზოგადი და მათემატუკური უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეუწყობს ხელს.წარმატებას გისურვებ, ლალი!
ReplyDeleteძალიან სასიამოვნოა საწრეო მუშაობის ამ ფორმით წარმათვა!დარწმუნებული ვარ თქვენი საქმიანობა სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება თითოეული მოსწავლისათვის.საწრეო პედაგოგის მიერ შერჩეული სასწავლო სტრატეგიები მოსწავლეებს ზოგადი და მათემატუკური უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეუწყობს ხელს.წარმატებას გისურვებ, ლალი!
ReplyDeleteმნიშვნელოვანია ასეთი მუშაობა მოსწავლეებთან , მათ ყოველი ეს მეტად ახალისებთ და სწავლის მიმართ ინტერესს უღვივებს.წარმატებები ლალი მასწავლებელს და ბავშვებს
ReplyDelete