Posts

საწრეო მუშაობა V კლასი II სემესტრი

გაცნობებთ რომ მოსწავლეთა და მშობელთა მოთხოვნით 2019 წლის 5 თებერვლიდან ფუნქციონიერებას განაახლებს V კლასის მათემატიკური წრე "ლემა" საგანი მათემატიკა   II  სემესტრი საწრეო   მუშაობის   პროგრამა : (მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ სამშაბათს,1 საათის ხანგრძლივობით)                                                                                                              ხელ-ლი: ლალი ზაქარიაშვილი    ...

საწრეო მუშაობა X კლასი

საწრეო მუშაობა X კლასი ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო! ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში X კლასელი მოსწავლეებისათვის 2019 წლიდან ფუნქციონირებას იწყებს მათემატიკური წრე „ფაილი“. ხელმძღვანელი: ლალი ზაქარიაშვილი წრის მოკლე დახასიათება:           მოგეხსენებათ, მათემატიკა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანების საქმიანობის ყველა სფეროში. დღევანდელობა კი თითოეული სკოლის კურსდამთავრებულისგან მოითხოვს არამარტო სტანდარტულ ცოდნას არამედ შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებას. მოსწავლის მიერ მათემატიკური ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნა ნიშნავს, არამარტო კონკრეტული ცოდნის ფლობასა და გამოყენებას, არამედ ხელს უწყობს მისი ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერებას, ეს კი აუცილებელი წინაპირობაა წარმატებული და რეალიზებული პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. წრის მიზნები და ამოცანები: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება. მათემატიკისადმი ინტერესის და სიყვარულის გამომუშავება. მოსწავლეთა...

საწრეო მუშაობა V კლასი

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!   ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე წელს სკოლის   V კლასის მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ფუნქცი ონირებას იწყებს მათემატიკური წრე „ლემა“ . ხელმძღვანელი: ლალი ზაქარიაშვილი წრის მოკლე დახასიათება:    წრეში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეუძლიათ V კლასის მოსწავლეებს. ცნობილია, რომ დღევანდელობა მოითხოვს არამარტო მათემატიკის სტანდარტულ (მშრალი ფორმულების ორომტრიალს) ცოდნას, არამედ შემოქმედებითი აზროვნების უნარს, ლოგიკურ დასაბუთებას. ამიტომ სასწავლო პროცესი ძირითადად ლოგიკური და სახალისო ამოცანების ამოხსნაზე იქნება აგებული, რომელიც განათლების სამინისტროს სტანდარტებითაა გათვალისწინებული. წრეობრივი მუშაობა საგრძნობლად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა დაინტერესებას და მოტივაციის გაზრდას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გაძლიერებას. წრის მუშაობა დატვირთული იქნება სხვადასხვა და მრავალფეროვანი დავალებებით შერჩეული პრინციპით „მარტივიდან რთულისკენ“ სახალისო აქტივობებით. მოსწავლეები განიხილავენ ...