საკლუბო მუშაობა




საკლუბო მუშაობა

კლუბის განაცხადი და შესაბამისი ატრიბუტიკა:


განაცხადი კლუბში გაწევრიანების მსურველი მოსწავლისათვის


სსიპ ქალაქ რუსთავის N22 საჯარო სკოლისმათემატიკის მოყვარულთა კლუბი„კრეატივი“


მსურს გავწევრიანდე მათემატიკის მოყვარულთა კლუბ „კრეატივში“ და აქტიური მონაწილეობა მივიღო მის მუშაობაში. გავეცანი კლუბის წესდებას და ვეთანხმები მის პირობებს.

სახელი, გვარი: --------------------------------------

ს კ ო ლ ა: ---------------------------------------------

კ ლ ა ს ი: ------------------

საკონტაქტო ინფორმაცია
(მისამართი, ტელეფონი): ----------------------------------------------------------------

მოსწავლის ხელმოწერა: ---------------------------------


კურატორი მასწავლებელი: -------------------------------------


კლუბის სახელწოდება: „კრეატივი“

კლუბის სლოგანი: „მათემატიკა - უსასრულობის ერთიანი სიმფონია“

(დავიდ ჰილბერტი)

კლუბის ემბლემა:




კლუბ „კრეატივის“  წესდება:

მათემატიკის მოყვარულთა კლუბი „კრეატივი“ შეიქმნა ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის XI კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეუძლიათ მათემატიკის საგნით დაინტერესებულ და მოყვალურ ყველა მოსწავლეს. კლუბი მუშაობას იწყებს 2018 წლის ოქტომბრის თვეში. კლუბის მეცადიენობა იმართება 2 კვირაში ერთხელ 1 აკადემიური საათი. საკლუბო მუშაობა კი გრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე.

  • კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია.
  • კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის XIა, XIბ, XIგ კლასის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს და ამოცანებს;
  • კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა მიმართონ კლუბს წერილობითი განცხადებით ან ანკეტის შევსებით;
  • კლუბს ხელმძღვანელობს ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლასო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას;
  • ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას, ზრუნავს კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისთვის;
  • კლუბის ყველა წევრი თანასწორუფლებიანია;
  • თითოეული წევრის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული;
  • კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის მუშაობის ძირითადი წესები და პრინციპები.

კლუბი „კრეატივის“ კურატორი მასწავლებელი: ლალი ზაქარიაშვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599218637
                                                zakariashvili.lali@gmail.com

კლუბის ხელმძღვანელი: ლიკა ქურდაძე

     კლუბის ხელმძღვანელის ფუნქციები:

  • აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;
  • კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს კლუბის წევრებთან;
  • სათანადო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს.

მათემატიკის მოყვარულთა კლუბ „კრეატივის“ 

ზოგადი დებულება:

  • მათემატიკის მოყვარულთა კლუბი „კრეატივი“ ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ლალი ზაქარიაშვილის მიერ არის დაფუძნებული
  • კლუბს აქვს სახელწოდება, სლოგანი და ემბლემა
  • კლუბის იურიდიული მისამართია ქალაქი რუსთავი, ქუთაისის ქუჩა N6

კლუბის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  

  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას.
  • ხელი შეუწყოს მათემატიკის პოპულარიზაციას და დაინტერესებას.
  • მოსწავლეებს საშუალება მისცეს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები.
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოამზადოს ისინი პრობლემების გადაჭრისთვის.
  • დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის უნარების განვითარება.
  • მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება.
  • ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში განსხვავებულის სწავლისკენ (ყველაფრისგან შეიძლება სარგებლის მიღება).
  • გახდნენ მეტად მოტივირებულნი, ორგანიზებულნი და მიზანდასახულნი



კლუბის სამუშაო პერიოდი:

  • მათემატიკის კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სკოლის სასწავლო სემესტრს
  • კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ. კლუბი საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას

კლუბის სამუშაო გეგმა



განრიგი
თარიღი
განსახორციელებელი ღონისძიება
ადგილი
დრო
მიზანი
შენიშვნა
1






2
10.10.2018






24.10.2018
·      საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
·      კლუბის წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე.
·      კლუბის სახელწოდების სლოგანის, ლოგოს და ემბლემის შერჩევა.
·      კლუბის წესდების და სამუშაო გეგმის გაცნობადა დამტკიცება.
·      არჩევნების საფუძველზე ლიდერის არჩევა.
ქალაქი რუსთავი
ქუთაისის ქუჩა N6


15სთ


3



4




7.11.2018



21.11.2018
სიმრავლე.ოპერაციები სიმრავლეებზე. გრაფების გამოყენება.
პრაქტიკული ამოცანების განხილვა,
კენიგსბერგის ხიდები (შვიდი ხიდის ამოცანა)
ქალაქი რუსთავი
ქუთაისის ქუჩა N6



15სთ
რიცხვითი სიმრავლეებისა და მათ შორის მიმართებების გამეორება და ცოდნის გაღრმავება. რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვთა წარმოდგენებს შორის განსხვავებების გააზრება.
მოსწავლეები შეძლებენ გრაფების გამოყენებას ვარიანტების დათვლისას, გეგმის შედგენისას, ოპტიმიზაციის ამოცანების ამოხსნისას.

5

6
5.12.2018

19.12.2018
მათემატიკურ ინდუქციის მეთოდი. დამტკიცება საწინააღმდეგოს დაშვების ხერხით.
ქალაქი რუსთავი
ქუთაისის ქუჩა N6

15სთ
მოსწავლეებს განუვითარდათ მეთოდით დამტკიცების უნარები.

7
30.01.2019
ტრიგონემტრია.
მიუწვდომელ წერტილთა შორის მანძილის დადგენა.
პრაქტკული ამოცანების ამოხსნა სინუსების და კოსინუსების თეორემის გამოყენებით.
ქალაქი რუსთავი
ქუთაისის ქუჩა N6


15სთ
მოსწავლეებმა გაიხსენეს ტრიგონომეტრიული თანაფარდობები სამკუთხეში. შეძლეს სინუსების  და კოსინუსების თეორემის გამოყენება რეალურ ვითარებაში. მოსწავლეებმა შეძლეს და გამოთვალეს მაღალი ობიექტების სიმაღლე, როცა შეუძლებელია უშუალო გაზომვა.
გამოიყენეს წრფივი ოპტიმიზაციის მეთოდები რეალურ ვითარებასთან დაკავშირებულ ამოცანებში.

8


9
13.02.2019


27.02.2019

ვექტორი. ვექტორების კოორდიანტები. ვექტორის გამოყენება.
სადისკუსიო ამოცანა.
ქალაქი რუსთავი
ქუთაისის ქუჩა N6

15სთ
მოსწავლეებს განუვითარდათ ვექტორული სიდიდეების გამორჩევის უნარები. მათ შეძლეს ვექტორებზე ოპერაციების შესრულება და მათი გამოყენება გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას.

10


11
6.03.2019


20.03.2019



რას გვამცნობს მონაცემები.
გრძელვადიანი დავალება.
ქალაქი რუსთავი
ქუთაისის ქუჩა N6


15სთ


12

13
10.04.2019

24.04.2019
მიმართებები სივრცეში სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს შორის.
ქალაქი რუსთავი
ქუთაისის ქუჩა N6


15სთ
წრფისა და სიბრტყის პარალელობის ნიშნის საშუალებით  პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისა და  მრავალწახნაგას კვეთის აგების უნარ-ჩვევების განვითარება. წრფესა და სიბრტყეს შორის კუთხის ცნების გაცნობა და ამით მრავალი პრაქტიკული სახის ამოცანის განხილვა და გადაწყვეტა.

14

15
8.05.2019

22.05.2019
ალბათობა. ნაშთთა არითმეტიკის ელემენტები.
პრაქტიკული ამოცანების განხილვა.
კავალერ დე მერეს ამოცანის ამოხსნა.
ლანდსკნეხტის (დაქირავებული ჯარისკაცის) ამოცანა.
ქალაქი რუსთავი
ქუთაისის ქუჩა N6

15სთ
ნაშთთა არითმეტიკის გამოყენების უნარის განვითარება, ნაშთთა არითმეტიკის პრაქტიკული მნიშვნელობის გააზრება.
ცოდნის გამოყე-ნება სხვადასხვა თამაშებსა და ბიზნესში.

16
10.06.2019

კლუბის მუშაობის შეჯამება. (ძლიერიის და სუსტი მხარეების გამოვლენა).
ქალაქი რუსთავი
ქუთაისის ქუჩა N6

15სთ
































საკლუბო მუშაობის რეფლექსია
მოგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში, სსიპ ქალაქ რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში
შეიქმნა მათემატიკის მოყვარულთა კლუბი “კრეატივი”,რომელმაც დაიწყო XIა, XIბ და XIგ
კლასის მოსწავლეთა გაწევრიანება. კლუბი თავის საქმიანობას წარმართავს ეროვნული გან-
ათლების მიზნების შესაბამისად. კლუბ “კრეატივში” გაწევრიანება იყო ნებაყოფლობითი და
ყველასთვის ხელმისაწვდომი. ინფორმაცია გამოქვეყნდა კურატორი მასწავლებლის პირად
ბლოგზე. ასევე სკოლის ფეისბუქ გვერდზე. ბლოგი იყო აქტუალური, რაც დადასტურდა მომ-
ხმარებელთა სისტემური გამოხმაურებით. მოსწავლეთა მიღება დავიწყეთ შესაბამისი განაც-
ხადის წარდგენისა და ანკეტის შევსებით, ამავე დროს გავესაუბრე მოსწავლეებს, ავუხსენი
თუ რა სახის აქტივობებით იქნებოდა დატვირთული საკლასო მუშაობა.
მე, როგორც კლუბის კურატორმა მასწავლებელმა წლის დასაწყისშივე შევადგინე კლუბის სა-
მუშაო გეგმა, განსახორციელებელი აქტივობების თანმიმდევრობა, მიზნები და მოსალოდნელი
შედეგები. კლუბის ხელმძღვანელთან და წევრებთან ერთად შევარჩიეთ კლუბის სახელწოდება,
სლოგანი და ემბლემა. შევიმუშავეთ ზოგადი დებულება, კლუბის მიზნები და მოსალოდნელი
შედეგები. როგორც კურატორი წინასწარ ვამზადებდი ამოცანებს საკლუბო მეცადინეობისთვის
და ვეხმარებოდი მოსწავლეებს ამოცანების უფრო ღრმად და საფუძვლიანად გააზრებაში. შეხ-
ვედრაზე ხდებოდა სხვადასხვა სახის არასტანდარტული და პრობლემური ამოცანების განხილ-
ვა. მოსწავლეთა მხრიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა.
ვიხილავდით პროგრამულ ამოცანებს და აგრეთვე შეფასების ამოცანებს.
კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა იყო მრავალფეროვანი. მუშაობა მიმდინარეობდა ინდი-
ვიდუალურად და ჯგუფურად. ვაწყობდით პრეზენტაციებს და დისკუსიებს. პრობლემურ ამოცა-
ნებზე მუშაობისას ვიხილავდით ამოცანების გადაჭრის ალტერნატიულ გზებს.
უნდა აღვნიშნო რომ ასეთი სახის აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში მათემატიკური, კრიტი-
კული. ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას. გაიზარდა საგნის დაინტერესება
და პოპულარიზაცია.
მიუხედავად სპეციფიკური მუშაობისა, კლუბში გაწევრიანებული მოსწავლეების, თანაბრად ჩარ-
თულობა სხვადასხვა კატეგორიის მოზარდებისა რთულად ხდებოდა. ამიტომ ჩემი მუშაობის ხარვე-
ზად მივიჩნევ ყურადღების არათანაბრად განაწილებას. შესაბამისად, სამომავლოდ ისე დავგეგმავ
სასწავლო პროცესს, რომ მინიმუმამდე დავიყვანო ზემოთ აღნიშნული ხარვეზი. ვფიქრობ, ჩემი მხრი-
დან სწორად დაგეგმილი აქტივობები დამეხმარება მოსწავლეებისათვის თანაბრად გავანაწილო ყუ-
რადღება მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობათა გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ვთანამშრომლობდი მშობლებთან, მათ სასწავლო პროცესში
მეტად ჩართულობის მიზნით სასურველი იქნებოდა შემექმნა დახურული ჯგუფი (ინფორმაციის გა-
სავრცელებლად, ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად, მათი შეხედულებების გასათვალისწი-
ნებლად.)
იმისათვის, რომ ჩემი სასწავლო პროცესი სახალისო გამხდარიყო ეტაპობრივად ვგეგმავდი არასაგაკ-
ვეთილო აქტივოვბებებს. თუმცა სასურველი იქნებოდა მეტი გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა
და ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში.










Comments

  1. მიხარია ,რომ ჩემს შვილს შეხვდა მასწავლებელი, რომელიც სრულიაად უანგაროდ ეხმარება ბავშვებს წინსვლაში და განვითარებაში .გისურვებთ წარმატებებს ქთვენს პროფესიულ საქმიანობაში,
    მადლობა კიდევ ერთხელ

    ReplyDelete
  2. დიდ სიამუვნებას ვიღებ ამ შესანიშნავი პროექთით, მეხმარება წინსვლაში საინტერესოა და სახალისოა დამისაბაძიაა მადლობა ლალი მასწავლებელო ამ მონიჭებული სიამუვნებისთვის

    ReplyDelete
  3. ასეთი ტიპის არასტანდარტული მიდგომებით სწავლება ზრდის მოსწავლე ახალგაზრდობაში სწავლისადმი ინტერესს, მოტივაციას და საგნის პოპულარიზაციას.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

საწრეო მუშაობა V კლასი

საწრეო მუშაობა X კლასი

საწრეო მუშაობა V კლასი II სემესტრი