V კლასი
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!
ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე წელს სკოლის V კლასის მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებას იწყებს მათემატიკური წრე „ლემა“.
ხელმძღვანელი: ლალი ზაქარიაშვილი
წრის მოკლე დახასიათება:
წრეში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეუძლიათ V კლასის მოსწავლეებს. ცნობილია, რომ დღევანდელობა მოითხოვს არამარტო მათემატიკის სტანდარტულ (მშრალი ფორმულების ორომტრიალს) ცოდნას, არამედ შემოქმედებითი აზროვნების უნარს, ლოგიკურ დასაბუთებას. ამიტომ სასწავლო პროცესი ძირითადად ლოგიკური და სახალისო ამოცანების ამოხსნაზე იქნება აგებული, რომელიც განათლების სამინისტროს სტანდარტებითაა გათვალისწინებული. წრეობრივი მუშაობა საგრძნობლად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა დაინტერესებას და მოტივაციის გაზრდას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გაძლიერებას. წრის მუშაობა დატვირთული იქნება სხვადასხვა და მრავალფეროვანი დავალებებით შერჩეული პრინციპით „მარტივიდან რთულისკენ“ სახალისო აქტივობებით. მოსწავლეები განიხილავენ სხვადასხვა სახის არასტანდარტულ ამოცანებს და მოახდენენ სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონტექსტით პრაქტიკაში ტრანსფერს. წრეში გაერთიანებულია 12 მოსწავლე:
1. შელია სანდრო
2. სუხიაშვილი დავითი
3. გიორგაძე თამარი
4. დევიძე ზურა
5. ეფრემიძე მათე
6. მამაიაშვილი ანდრია
7. ჩირიკაშვილი მარიამი
8. ხაჩიძე ნია
9. ყიფშიძე ლიზი
10. კუჭავა ნათია
11. მაისურაძე ანდრია
12. გვენცაძე გვანცა
I სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 14 სამუშაო შეხვედრა.
კვირაში ერთხელ (სამშაბათს 1 საათის დროის ხანგრძლივობით)
წრის მიზნები და ამოცანები:
· მათემატიკის საგნით დაინტერესების გაზრდა და მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის ხელშეწყობა.
· მათემატიკური აზროვნების დახვეწა.
· კრეატიული აზროვნება.
· ლოგიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
· შეძენილი ცოდნის ტრანსფერი და პრაქტიკაში გამოყენება.
მიზნის მისაღწევად გამოვიყენებთ რესურსებს:
მათემატიკის სახელმძღვანელო:
„მათემატიკა“ (V კლასი - მაია წილოსანი, ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია),
„მათემატიკა“ ( V კლასი ე. ნურკი, ა. ტელგმაა)
ამოცანათა კრებული „ოლიმპიადა ევერესტი“
კომპიუტერი, დაფა, თაბახის ფურცლები, მასწავლებლის მიერ შექმნილი აპლიკატები და მოდელები.
საწრეო მუშაობის შედეგები:
ვიმედოვნებ,რომ ამ აქტივობების გეგმაზომიერად განხორციელების შემდეგ მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან მათემატიკით და დამოუკიდებლად შეასრულებენ სამუშაოს მათი ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამისად. მოგეხსენებათ, მათემატიკური ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნა ნიშნავს, არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ფლობასა და გამოყენებას, არამედ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერებას, თვითეფექტიანობის გრძნობის განვითარებას,ეს ყველაფერი კი აუცილებელი წინაპირობებია წარმატე-ბული და რეალიზებული პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
საწრეო მუშაობის პროგრამა:
საგანი მათემატიკა I სემესტრი
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ სამშაბათს,1 საათის ხანგრძლივობით)
ხელ-ლი : ლალი ზაქარიაშვილი
N
|
შეხვედრის თარიღი
|
თემის დასახელება
|
ხანგრძლივობა
|
1
| 25.09 |
ნატურალური რიცხვები. ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით
|
1 სთ
|
2
|
02.10
|
ნატურალური რიცხვების დამრგვალება. შედარება.
|
1 სთ
|
3
|
09.10
|
თვლის სისტემები. იპოვე შეცდომა და გაასწორე (ჯგუფური მუშაობა)
|
1 სთ
|
4
|
16.10
|
მონაცემები. დიაგრამა. პიქტოგრამა.
|
1 სთ
|
5
|
23.10
|
ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით.
|
1 სთ
|
6
|
30.10
|
მონაკვეთი. სხივი. საკოორდინატო სხივი.
|
1 სთ
|
7
|
06.11
|
გეომეტრია. სივრცის აღქმა. გეომეტრიული ფიგურების დამზადება.
|
1 სთ
|
8
|
13.11
|
კუთხე. კუთხის გაზომვა. ტრანსპორტირის გამოყენება.
|
1 სთ
|
9
|
20.11
|
სამკუთხედი. მისი სახეობების (მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა) განხილვა.
|
1 სთ
|
10
|
27.11
|
რიცხვითი და ასოითი გამოსახულება. ამოცანების ამოხსნა ცვლადის შემოტანით.
|
1 სთ
|
11
|
04.11
|
ლოგიკური ამოცანები.
|
1 სთ
|
12
|
11.12
|
შეკრება-გამოკლების ერთობლივი შესრულება. კანონები.
|
1 სთ
|
13
|
18.12
|
გამრავლების კანონები. ნატურალური რიცხვის გამყოფები და ჯერადები.
|
1 სთ
|
14
|
25.12
|
ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა მეთოდებით.
|
1 სთ
|
საწრეო მუშაობა - დღე 1
25.09.2018წ
თემა: ნატურალური რიცხვები და მათი ჩაწერის ფორმები. მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს ნატურალურ რიცხვთა მწკრივის ჩაწერა. მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება. სათანრიგო შესაკრებების ჯამის მიხედვით რიცხვის ჩაწერა. ცხოვრებისეულ სიტუაციაში მიღებული ცოდნის გამოყენება.
სამუშაო მუშაობა - დღე 2
02.10.2018წ.
თემა: ნატურალური რიცხვების დამრგვალება. შედარება.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლეს რიცხვის დამრგვალება საჭირო თანრიგამდე. რიცხვების შედარება. რამოდენიმე რიცხვის ზრდით ან კლებით დალაგება. მოცემულ რიცხვზე მეტი ან ნაკლები რიცხვების დასახელება.
საწრეო მუშაობა - დღე 3
09.10.2018წ.
თემა: თვლის სისტემები.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს ეგვიპტური იეროგლიფებით და რომაული ციფრებით ჩაწერილი რიცხვის წაკითხვა და ჩაწერა ათობით სისტემაში და პირიქით.
საწრეო მუშაობა - დღე 4
16.10.2018წ.
თემა: მონაცემები, დიაგრამა პიქტოგრამა.
მიზანი: მოსწავლეებს ვასწავლე ცხრილით მიღებული მონაცემებიდან, დიგრამებიდან და პიქტოგრამებიდან ინფორმაციის ამოღება და თვალსაჩინოდ წარმოდგენა.
საწრეო მუშაობა - დღე 5
23.10.2018წ.
თემა: ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით.
მიზანი: წრის მუშაობაზე განვიხილეთ რამოდენიმე არასტანდარტული ამოცანის ამოხსნის მეთოდები და მათი პრაქტიკული გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
საწრეო მუშაობა - დღე 6
30.10.2018წ.
თემა: მონაკვეთი, სხივი, საკოორდინატო სხივი.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს ნაწილების, სიგრძის ანგარიში. ნახაზზეპარალელური და თანამკვეთი წრფეების ნაწილების პოვნა. მოცემული რიცხვის შესაბამისი წერტილის აღნიშვნა საკოორდინატო სხივზედა პირიქით. მოცემული წერტილიდან მოცემულიმანძილით დაშორებული წერტილების კოორდინატების პოვნა.
საწრეო მუშაობა - დღე 7
06.11.2018წ.
თემა: გეომეტრია, სივრცის აღქმა, გეომეტრიური ფიგურების დამზადება.
მიზანი: მოსწავლეებმა თავისი ხელით შექმნეს და დაამზადეს სივრცული ფიგურები. შეასრულეს პრაქტიკული ამოცანები.გაზომეს საკლასო ოთახის სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და გამოთვალეს ოთახის ფართობი და მოცულობა.
საწრეო მუშაობა - დღე 8
13.11.2018წ.
თემა: კუთხე, კუთხის გაზომვა ტრანსპორტირის გამოყენებით.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს კუთხის დახაზვა, შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება და სხვადასხვა სახის კუთხეების გაზომვა ტრანსპორტირის გამოყენებით. კონკრეტულ ამოცანებში კუთხის გრადუსის ზომის ანგარიში.
საწრეო მუშაობა - დღე 9
20.11.2018წ.
თემა: სამკუთხედი. მისი სახეობების (მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა) განხილვა.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს სხვადასხვა სამკუთხედებიდან მართკუთხა, მახვილკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედების ამორჩევა.
საწრეო მუშაობა - დღე 10
27.11.2018წ.
თემა: რიცხვითი და ასოითი გამოსახულება. ამოცანების ამოხსნა ცვლადის შემოტანით.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს რიცხვითი და ასოითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა. სხვადასხვასახის ამოცანების ამოხსნა ერთი ცვლადის შემოტანით.
საწრეო მუშაობა - დღე 11
04.12.2018წ.
თემა: ლოგიკური ამოცანები.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლეს ამოცანის ტექსტის შესაბამისი ცხრილის შედგენა. ლოგიკური ამოცანების ამოხსნა ცხრილის მეშვეობით.
საწრეო მუშაობა - დღე 12
11.12.2018წ.
თემა: შეკრება-გამოკლების ერთობლივი შესრულება. კანონები.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს შეკრების და გამოკლების ოპერაციების შესრულება სწორი თანმიმდევრობის არჩევა. მიღებული ცოდნის გამოყენება ამა თუ იმ ამოცანის ან ცხოვრებ-ისეული სიტუაციის გადაწყვეტისას.
საწრეო მუშაობა - დღე 13
18.12.2018წ.
თემა: გამრავლების კანონები, ნატურალური რიცხვის გამყოფები და ჯერადები.
მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლეს აღნიშნული კანონების გამოყენება საჭიროების მიხედვით. მოცემული რიცხვის გამყოფების და ჯერადების პოვნა. გამყოფის და ჯერადის ცნების გამოყენებით კონკრეტული დავალებების შესრულება. ცხოვრებისეულ სიტუაციებში იმ სიტუაციიების ამოცნობა, რომელთა გადასაჭრელადაც საჭიროა რიცხვის გამყოფის, ჯერადის გამოყენება.
საწრეო მუშაობა - დღე 14
25.12.2018წ.
დღევანდელი დღე დავუთმეთ შემაჯამებელ აქტივობა. შევამოწმეთ, რამდენად ხარისხიანი და ნაყოფიერი იყო ჩვენი საწრეო მუშაობა. შეხვედრამ ნათლად დაგვანახა როგორც დიდი პროგრესი, ასევე ხარვეზები, რომელთა გამოსწორება მომდევნო სემესტრის შეხვედრებისათვის დაიგეგმება.
საწრეო მუშაობის რეფლექსია
2018-2019 სასწ. წლის I სემესტრში V კლასისი მოსწავლეებისთვის ფუნქციონირება დაიწყო მათემატიკურმა წრე „ლემა“-მ. მეცადინეობები ტარდებოდა კვირაში ერთხელ, სამშაბათს 45 წუთის განმავლობაში.
წრის მეცადინეობებზე პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით. ამ მიმართულებით შევადგინე საწრეო მუშაობის პროგრამა. განვსაზღვრე წრის ხანგრძლივიბა და სამიზნე ჯგუფი. შევხვდი მშობლებს, გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა, მიზანი და მეცადინეობის ხანგრძლივობა, რომელიც ითვალისწინებდა 14 მეცადინეობას.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაებნენ წრის მუშაობაში. კლასში შექმნილი იყო თბილი და სამუშაო გარემო. ჩემიმიზანი იყო, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების რწმენა და გამომემუშავებინა დადებითი დამოკიდებულება მათემატიკის მიმართ. მუშაობის დროს ხშირად ვეუბნებოდი ჩემს მოსწავლეებს, რომ შეცდომის არ უნდა გვეშინოდეს, მთავარია შეგვეძლოს მათი გამოვლენა და შემდეგ გაანალიზება. ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ მოსწავლეებს თავისი ხელით შეექმნათ და პრაქტიკულად განეხორციელებინათ ესა თუ ის საკითხი.
წრემ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნებისა და იმ უნარჩვევეის განვითარებას, რომელსაც მათემარიკის სწავლების პროცესში იძენენ მოსწავლეები და ახდენენ მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონსტექსტით პრაქტიკაში ტრანსფერს. წრეობრივმა მუშაობამ შეძლო მოსწავლეებში ინტერესის გაღვიძება, მოტივაციის ამაღლება და სიყვარული მათემატიკისადმი.
მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ II სემესტრშიც გააგრძელოს მათემატიკურმა წრემ ფუნქციონირება.
საწრეო მუშაობის პროგრამა:
საგანი მათემატიკა II სემესტრი
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ სამშაბათს,1 საათის ხანგრძლივობით)
ხელ-ლი: ლალი ზაქარიაშვილი
N
|
შეხვედრის თარიღი
|
თემის დასახელება
|
ხანგრძლივობა
|
1
|
05.02
|
გამრავლება. გამრავლების კანონები.
|
1 სთ
|
2
|
12.02
|
გამრავლების განრიგებადობის კანონი. ნულებით დაბოლოებული რიცხვების გამრავლება.
|
1 სთ
|
3
|
19.02
|
ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით.
|
1 სთ
|
4
|
26.02
|
ახარისხება. რიცხვის კვადრატი და კუბი.
|
1 სთ
|
5
|
05.03
|
ფართობი. ფართობის საზომი ერთეულები.
|
1 სთ
|
6
|
19.03
|
კუბი. მართკუთხა პარალელეპიპედი.
|
1 სთ
|
7
|
26.03
|
სიბრტყის დაფარვა (მოზაიკა).
|
1 სთ
|
8
|
02.04
|
ნატურალური რიცხვების გაყოფა. მრავალნიშნა რიცხვების გაყოფა 10-ზე, 100-ზე, 1000-ზე.
|
1 სთ
|
9
|
16.04
|
ნაშთიანი გაყოფა.
|
1 სთ
|
10
|
23.04
|
ნატურალური რიცხვის გამყოფები და ჯერადები.
|
1 სთ
|
11
|
07.05
|
2-ზე, 5-ზე, 10-ზე გაყოფადობის ნიშნები.
|
1 სთ
|
12
|
14.05
|
მარტივი და შედგენილი რიცხვები.
|
1 სთ
|
13
|
21.05
|
წრეწირი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა. წრეწირის ელემენტები. სექტორი, სეგმენტი.
|
1 სთ
|
14
|
28.05
|
ჩვეულებრივი წილადები. წილადების შედარება. წესიერი და არაწესიერი წილადები. არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა.
|
1 სთ
|
15
|
04.06
|
წილადების შეკრება და გამოკლება.
|
1 სთ
|
16
|
11.06
|
წილადის გამრავლება და გაყოფა ნატურალურ რიცხვზე. წილადის ძირითადი თვისება.
|
1 სთ
|
საწრეო მუშაობა - დღე 1
05.02.2019წ
თემა: გამრავლება, გამრავლების კანონები.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს გამრავლების, გადანაცვლებადობისა და ჯუფდებადობის კანონები და მათი გამოყენება საჭიროების მიხედვით ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
საწრეო მუშაობა - დღე 2
12.02.2019წ.
თემა: გამრავლების განრიგებადობის კანონი. ნულებით დაბოლოებული რიცხვების გამ-
რავლება.
რავლება.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ გამრავლების განრიგებადობის კანონს, შეძლეს ნულებ-
ითდაბოლოებული და მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება.
ითდაბოლოებული და მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება.
საწრეო მუშაობა - დღე 3
19.02.2019წ.
თემა: ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს სხვადასხვა სახის ამოცანების განხილვა და შესაბამისად ამოხსნა განტოლების შედგენით და პირიქით, მოცემული განტოლებით ამოცანის პირობის შედგენა.
საწრეო მუშაობა - დღე 4
26.02.2019წ.
თემა: ახარისხება, რიცხვის კვადრატი და კუბი.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს, რიცხვების ახარისხება. შეადგინეს კვადრატების და კუბების
ცხრილი, ისწავლეს მათი გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
ცხრილი, ისწავლეს მათი გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
საწრეო მუშაობა - დღე 5
05.03.2019წ.
თემა: ფართობი, ფართობის საზომი ერთეულები.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს და შეძლეს სხვადასხვა სახის ბრტყელი ფიგურების, ფართო-
ბების პოვნა და შედარება. ფიგურათა ურთიერთშეთავსებით შეაფასეს ფიგურების ფართობები.
ბების პოვნა და შედარება. ფიგურათა ურთიერთშეთავსებით შეაფასეს ფიგურების ფართობები.
საწრეო მუშაობა - დღე 6
19.03.2019წ.
თემა: კუბი. მართკუთხა პარალელეპიპედი.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს კუბის და მართკუთხა პარალელეპიპედის დამზადება. მოცე-
მული შლილების მიხედვით გააკეთეს მოდელები და დაასახელეს მიღებული ფიგურები. იმსჯე-
ლეს სივრცული ფიგურების მოდელების მიხედვით პარალელურ და ურთიერთთანამკვეთ წახნა-
გებზე.
მული შლილების მიხედვით გააკეთეს მოდელები და დაასახელეს მიღებული ფიგურები. იმსჯე-
ლეს სივრცული ფიგურების მოდელების მიხედვით პარალელურ და ურთიერთთანამკვეთ წახნა-
გებზე.
საწრეო მუშაობა - დღე 7
26.03.2019წ.
თემა: სიბრტყის დაფარვა (მოზაიკა).
მიზანი: მოსწავლეებმა გაითავისეს, თუ რას ნიშნავს „სიბრტყის დაფარვა“ და შეძლეს სიბრ-
ტყის დაფარვის დემონსტრირება მითითებული ფიგურებით. შექმნეს ისეთი ფიგურები, რომლ-
ებითაც შესაძლებელია სიბრტყის დაფარვა.
ტყის დაფარვის დემონსტრირება მითითებული ფიგურებით. შექმნეს ისეთი ფიგურები, რომლ-
ებითაც შესაძლებელია სიბრტყის დაფარვა.
საწრეო მუშაობა - დღე 8
02.04.2019წ.
თემა: ნატურალური რიცხვების გაყოფა. მრავალნიშნა რიცხვების გაყოფა 10-ზე, 100-ზე და
1000-ზე.
1000-ზე.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს რიცხვების გაყოფა, გაიხსენეს მოქმედებათა შესრულების
რიგი, ამოხსნეს მაგალითები, გამრავლება-გაყოფის ერთობლივი შესრულებით.
რიგი, ამოხსნეს მაგალითები, გამრავლება-გაყოფის ერთობლივი შესრულებით.
საწრეო მუშაობა - დღე 9
16.04.2019წ.
თემა: ნაშთიანი გაყოფა.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს ნაშთიანი გაყოფა, (ფორმულით ჩაწერა) ამოხსნეს არასტან-
დარტული ამოცანები და შეძლეს მათი გამოყენება საჭიროების მიხედვით, ცხოვრებისეულ სიტუ-
აციაში. თითოეულმა მათგანმა ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია, ზუსტად რა დრო სჭირდება დე-
დამიწას, თავისი ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად და დაადგინა:
ა) რისთვის გახდა საჭირო ნაკიანი წელიწადი, ბ) რას ნიძნავს „ძველით ახალი წელი“.

23.04.2019წ.
თემა: ნატურალური რიცხვის გამყოფები და ჯერადები.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ ნატურალური რიცხვის გამყოფებსა და ჯერადებს და შეძლეს,
მოცემული რიცხვის გამყოფების და ჯერადების პოვნა. სიღრმისეულად გაერკვნენ და ისწავლეს
ცხოვრებისეულ სიტუაციებში იმ სიტვაციების ამოცნობა, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა რი-
ცხვის გამყოფისა და ჯერადის გამოყენება.
მოცემული რიცხვის გამყოფების და ჯერადების პოვნა. სიღრმისეულად გაერკვნენ და ისწავლეს
ცხოვრებისეულ სიტუაციებში იმ სიტვაციების ამოცნობა, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა რი-
ცხვის გამყოფისა და ჯერადის გამოყენება.
საწრეო მუშაობა - დღე 11
07.05.2019წ.
თემა: 2-ზე, 5-ზე, 10-ზე გაყოფადობის ნიშნები.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლეს 2-ზე, 5-ზე, 10-ზე გაყოფადობის ნიშნები. ლუწი და კენტი
რიცხვები და შეძლეს მარტივად ამ ნიშნების გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში. აღმოაჩინეს ლუწი
და კენტი რიცხვების ფორმულა.
რიცხვები და შეძლეს მარტივად ამ ნიშნების გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში. აღმოაჩინეს ლუწი
და კენტი რიცხვების ფორმულა.
საწრეო მუშაობა - დღე 12
14.05.2019წ.
თემა: მარტივი და შედგენილი რიცხვები.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი და შედგენილი რიცხვების შესწავლის შემდეგ, მარტივად
დაედგინათ, რომ რიცხვი ერთი არც მარტივია და არც შედგენილი. მოიძიეს მარტივი რიცხვების აღმო-
ჩენის ისტორია.
დაედგინათ, რომ რიცხვი ერთი არც მარტივია და არც შედგენილი. მოიძიეს მარტივი რიცხვების აღმო-
ჩენის ისტორია.
საწრეო მუშაობა - დღე 13
21.05.2019წ.
თემა: წრეწირი, წრეწირის ელემენტები. ქორდა, სექტა.
მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლეს წრეწირის ელემენტები, ისწავლეს მათი გარჩევა და სწორად
დასახელება. შეძლეს მითითების მიხედვით შესაბამისი ნახაზის შესრულება. წრეწირის ელემენტებს
შორის მიმართებების დანახვა.
დასახელება. შეძლეს მითითების მიხედვით შესაბამისი ნახაზის შესრულება. წრეწირის ელემენტებს
შორის მიმართებების დანახვა.
საწრეო მუშაობა - დღე 14
28.05.2019წ.
თემა: ჩვეულებრივი წილადები. წილადების შედარება. წესიერი და არაწესიერი წილადები. არაწე-
სიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა.
სიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლეს წესიერი და არაწესიერი წილადების დასახელება, დალაგება
ზრდის მიხედვით. შედარება, არაწესიერი წილადებიდან მთელი ნაწილის გამოყოფა. ნებისმიერი
არაწესიერი წილადების წარმოდგენა და ჩაწერა მთელი ნაწილისა და წილადი ნაწილის ჯამის სახით
და ბოლოს მათი გამოყენება საჭიროების მიხედვით ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

საწრეო მუშაობა - დღე 15
04.06.2019წ.
თემა: წილადების შეკრება და გამოკლება.
მიზანი: მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის პრაქტიკული ამოცანების განხილვის მიხედვით, აღმოა-
ჩინეს ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების და გამოკლების ფორმულები. ისწავლეს შერეული
წილადების შეკრება და გამოკლება და ამ ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში.
ჩინეს ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების და გამოკლების ფორმულები. ისწავლეს შერეული
წილადების შეკრება და გამოკლება და ამ ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში.
საწრეო მუშაობა - დღე 16
11.06.2019წ.
თემა: წილადების გამრავლება და გაყოფა ნატურალურ რიცხვზე. წილადის ძირითადი თვისება.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ წილადების გამრავლება-გაყოფას. ისწავლეს წილადის ძირითადი თვისება და მიღებული წესით ამოხსნეს სხვადასხვა სახის ამოცანები. დაასაბუთეს როგორ შეიცვლება წილადი თუ მის მრიცხველს და მნიშვნელს გავადიდებთ ან შევამცირებთ k-ჯერ.
საწრეო მუშაობის რეფლექსია
V კლასი
II სემესტრი
მოგახსენებთ, რომ 2019 წლის II სემესტრიდან V კლასელი მოსწავლეების და მშობლების
თხოვნით ფუნქციონირება განაახლა მათემატიკურმა წრე ,,ლემამ’’. წრის შესახებ ინფორ-
მაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის, რადგან შექმ-
ნის შესახებ ინფორმაცია დროულად გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე:
lalizakariashvili.blogspot.com და სკოლის ვებ გვერდზე. შევადგინე II სემესტრის სამუშაო პროგ-
რამა, რომელიც შესაბამისობაში იყო ეროვნულ სასწავლო მიზანთან.

წრეში გაერთიანებული იყო 12 მოსწავლე,საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ
1 სთ ხანგრძლივობით. გეგმის შესაბამისად საწრეო მუშაობები დატვირთული იყო სხვადა-
სხვა სახალისო აქტივობებით. ვმუშაობდით ინდივიდუალურად, ჯგუფებსა და წყვილებში.
1 სთ ხანგრძლივობით. გეგმის შესაბამისად საწრეო მუშაობები დატვირთული იყო სხვადა-
სხვა სახალისო აქტივობებით. ვმუშაობდით ინდივიდუალურად, ჯგუფებსა და წყვილებში.
მოგეხსენებათ, საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სას-
წავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით. ამიტომ საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის
ამაღლების მიზნით, გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად
ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.მოსწავლეები თავად პოულობდნენ, ასწორებდნენ
შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.

საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს
პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, რომელიც ემსახურებოდა დამოუკი-
დებელი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, არგუმენტირებული მსჯელობის, შე-
ფასების თუ სხვა უნარჩვევების გამომუშავებას.
პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, რომელიც ემსახურებოდა დამოუკი-
დებელი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, არგუმენტირებული მსჯელობის, შე-
ფასების თუ სხვა უნარჩვევების გამომუშავებას.
შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი,საინტერესო, მრავალ-
ფეროვანი და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული.მოსწავლეები იცავდნენ ქცევის
წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები.
ფეროვანი და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული.მოსწავლეები იცავდნენ ქცევის
წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები.
გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს და მშობლებს მოსწონთ საწრეო მუშა-
ობა. ისინი ბლოგზე lalizakariashvili.blogspot.com აქტიურად გამოხატავდნენ კმაყოფილებას
შექმნილი სამუშაო გარემოსათვის, საინტერესო აქტივობებისათვის. აღნიშნავენ რომ, მათი
შვილები მთელი წლის განმავლობაში სიამოვნებით დადიოდნენ დაგეგმილ მეცადინეობებ-
ზე, რაც დადებითად ისახებოდა შესაბამისად მათ აკადემიურ მიღწევებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად აქტიური წრეობრივი მუშაობა მიმდინარეობდა, გვქონდა
ისეთი მეცადინეობები, როცა ყველა მოსწავლე არ იყო აქტიური. ასევე ხარვეზად მივიჩნევ
პერიოდულ თანამშრომლობას მშობლებთან. სასურველი იქნებოდა ინფორმაციის გასავრცე-
ლებლად და ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად შემექმნა დახურული ჯგუფი.

სამომავლოდ წრეობრივ მუშაობას უფრო ეფექტურს გავხდი ბავშვებისთვის, რადგან მიზნის
მიღწევისთვის დამეხმარება ჩემი სამუშაო გამოცდილება.
მიღწევისთვის დამეხმარება ჩემი სამუშაო გამოცდილება.

Comments
Post a Comment