სასწავლო პროექტები




სასწავლო პროექტი მათემატიკაში

სასწავლო პროექტი - „მათემატიკა ყველგან და ყველაფერში“

პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებმა სიღმისეულად გაითავისონ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკური ციფრემით და მარტივი გამოთვლებით ყველაფერი შეიძლება გამოისახოს.

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავოს ცოდნა სხვადასხვა საგნებში. ხელი შეუწყოს მოსწავლეების მათემატიკის საგნით დაინტერესებას. ლოგიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას და დაეხმაროს მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის ტრანსფერსა და პრაქტიკულად გამოყენებაში.

პროექტის აქტუალობა:
მოგეხსენებათ, მათემატიკური ცოდნის საფუძლების მქონე მოაზროვნე, შემოქმედებით და აქტიურ შემმეცნებელ ადამიანს უვითარდება შემდეგი უნარები:
  • ისწრაფვის განსხვავებულის სწავლისაკენ (ყველაფრისგან შეიძლება სარგებლის მიღება);
  • შეუძლია სხვისი აზრის მიღება (ამაში რაღაც მართლა არის);
  • უჩნდება საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი (რატომაცარა?);
  • ეძებს პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ გზებს;
  • არ აქვს შეცდომის დაშვების შიში;
  • აქვს მეგობრის დახმარების სურვილი სწავლის პროცესში (ვასწავლი სხვას, ვსწავლობ თვითონ).


მონაწილეთა ასაკი: X კლასი

პროექტის განხორციელების ვადები: 7-8 დღე

მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანის გადასაწყვეტად.

პროექტისათვის საჭირო რესურსები:
ქაღალდი, კალმები, ფანქრები, სახაზავები,მარკერები, ფოტოაპარატი, საექსკურსიო თანხები.

პროექტის მსვლელობა
კლასი იყოფა 3 ჯგუფად,მიეცემათ და გადაუნაწილდებათ შემდეგი სახის დავალებები.

დავალება 1 სამივე ჯგუფის წევრებმა გამოკითხვით დაადგინონ თავისი ჯგუფის წევრებს და მშობლებს:
  • სად სურთ ექსკურსიის მოწყობა
  • რატომ შეარჩიეს აღნიშნული მარშრუტი

შედეგები შეაჯერონ ერთმანეთში და წარმოადგინონ თვალსაჩინოებისათვის სვეტოვანი დიაგრამებით.

დავალება 2 ექსკურსიის შერჩეული მარშრუტისათვის ჯგუფმა აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა
  • რამდენი ლარი დაუჯდება ექსკურსიის თითოეულ მონაწილეს ტრანსპორტის, საწვავის, კვების და სასტუმროს ხარჯი?

ექსკურსიაზე წასვლის წინ თითოეულ ჯგუფს ეძლევა შემდეგი სახის დავალებები:

ჯგუფი 1 პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის დაევალათ დაწერონ ესსე. გააკეთონ თვალსაჩინოდ ფოტოალბომი და ვიდეოკოლაჟი. მასალა განათავსონ სკოლის ვებ-გვერდზე, რითაც შთაბეჭდილებას გაუზიარებენ სხვა სკოლის მოსწავლეებს.

ჯგუფი 2 დაევალათ, დეტალურად აღწერონ მათემატიკაში ნასწავლი საკითხებიდან რომელი მასალა გამოიყენეს და როგორ.
მოახდინეს თუ არა მათემატიკური ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში ექსკურსიის დაგეგმიდან განხორციელებამდე.

ჯგუფი 3 დაევალათ ორგანიზაციული საკითხები. მასწავლებელი მოიწვევს მშობელთა კრებას, სადაც ერთობლივად გააცნობენ ექსკურსიის მიზნებსა და ამოცანებს, რათა მშობლებმა უზრუნველყონ მატერიალური რესურსებით დაგეგმილი ექსკურსია. მასწავლებელი ოფიციალურად მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას და ითხოვს ნებართვას კლასის ესქკურსიაზე წასაყვანად.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:

  •  ისტორია;
  • ხელოვნება;
  • გეოგრაფია;
  •  ისტ-ი;
  •  ლიტერატურა.


ისტორია - შეისწავლიან სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ამ თუ იმ ღირშესანიშნაობის ისტორიას და ეპოქას;

ხელოვნება - გააცნობიერებენ ქართული კულტურის მიღწევებს, როგორცხუროთმოძღვრებაში, ასევე განუვითარდებათ ხელოვნების ესთეტიკური აღქმა;

გეოგრაფია - ადგილის მდებარეობას, გარემოს და ჰავას.;

ლიტერატურა - თუ რომელი მწერლის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა ამა თუ იმ ისტორიულმა ძეგლმა.

საბოლოო შედეგი: ჩემი აზრით ასე დაგეგმილი ნებისმიერი სასწავლო ექსკურსია გამოიღებს მაქსიმალურ შედეგს. მოსწავლეები მიეჩვევიან სხვადასხვა წყაროებზე მუშაობას და მარტივი კვლევების ჩატარებას. ასევე მოახდენენ შეგროვებული მასალის პრეზენტაციას. გაიმართება დისკუსიები, რაც განუვითარებს მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას, სხვისი აზრის მოსმენას და პატივისცემას. და ბოლოს, მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკაში.
ასეთი მეთოდით დაგეგმილი ექსკურსია მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს:

პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ზაქარიაშვილი
ელ. ფოსტა: zakariashvililali@gmail.com

Comments

Popular posts from this blog

საწრეო მუშაობა V კლასი

საწრეო მუშაობა X კლასი

საწრეო მუშაობა V კლასი II სემესტრი