"ოქროს კვეთა"
"ოქროს კვეთა - ღვთაებრივი პროპორცია"
სასწავლო პროექტი:
„ოქროს კვეთა“ - ღვთაებრივი, ზებუნებრივი პროპორცია.
პროექტის მთავარი
იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან
„ოქროს კვეთას”, ამ ღვთიური
პროპორციის ბუნებას. შეძლებენ მონაკვეთის გაყოფას ოქროს კვეთის პროპორციით. გაეცნობიან
ოქროს კვეთის ისტორიას, მის როლს და გამოყენებას სხვადასხვა სფეროში.
პროექის აქტუალობა: ოქროს კვეთის პროპორციით აშენებული
შენობების სილამაზის და აქტუალობის დანახვა. ბუნებრივია მარადიული ინტერესი ოქროს კვეთისადმი
და მისი უნიკალურობა განაპირობებს მის აქტუალობას. მის შესახებ დაწერილია სპეციალური
წიგნები. იოჰან კეპლერი ამბობდა, რომ გეომეტრიას გააჩნია 2 განძი:
1. პითაგორას
თეორემა (სადარია ოქროსთან).
2. მონაკვეთის
დაყოფა საშუალო და უკიდურეს ფარდობით (სადარია ძვირფას თვალთან).
პროექტის მიზანი: მოსწავლეები ეცნობიან ოქროს
კვეთას, ფიბონაჩის რიცხვებს. მათ შორის კავშირს, ეცნობიან მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს
ხელოვნებასა და ბუნებაში, ლიტერატურასა და მუსიკაში, ლიტერატურასა და მუსიკაში, მოდასა
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეცნობიან გარემომცველ სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის ზოგიერთ კანონებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები
დაყოფილნი არიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში 5-6 მოსწავლეა.
I ჯგუფმა - მათემატიკასა და ბუნებაში
II ჯგუფმა - ხელოვნებასა და არქიტექტურაში
IV ჯგუფმა - მოდასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ოქროს კვეთის პრინციპს იყენებენ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებაში. ცნობილია, რომ „ოქროს კვეთის“ პრინციპი იმდენად დაინერგა და ფართოდ გამოიყენებოდა საქართველოში, რომ შუა საუკუნეების ბევრი ხუროთმოძღვრული შედევრი ამ პრინციპითაა აგებული. მაგ. მცხეთის ჯვარი, სამების საკათედრო ტაძარი.
არც კომპოზიტორები და პოეტები დარჩე-ნილან „გულგრილნი“. პოეზიაში რუსთა-ველი პირველია მსოფლიოში დაერთადერთი, რომელმაც ოქროს კვეთაზე ააგო ესოდენ დიდი მოცულობის პოეტური ნაწარმოები. მისი პოემის 1587 სტროფიდან 863 ოქროს კვეთაზეა აგებული.

ოქროსკვეთის შესახებ ამ დროის ერთ-ერთ უდიდეს მა-თემატიკოსს ლუკა პაჩოლის მოჰყავს ოქროს კვეთის 13 თვისება და თითოეულს ამ-კობს ეპოთეტებით „უბრწყინ-ვალესი“, უშესანიშნავესი“, „ზებუნებრივი“, „ღვთაებრივი“.
მოსწავლეები მოძიებული მასალის საფუძველზე ეცნობიან ოქროს კვეთის პროპორციებს. „ოქროს კვეთის“ უძველეს ისტორიას. პითაგორელების ღრმა რწმუნით „ოქროს კვეთა“ თვალისთვის სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, ამიტომაც მათი საცნობო ნიშანი წესიერი ხუთკუთხედის დიაგონალებით შედგენილი ხუთქიმიანი ვარსკვლავი იყო.



მონაწილეთა ასაკი: X კლასი.
აქტივობები: ჩატარდება
გაკვეთილი თემის ირგვლივ. მოსმენილი იქნება თითოეული ბავშვის მიერ მოძიებული მასალა.
განსხვავებული გაკვეთილი ჩატარდება მათემატიკაში, ხელოვნებაში, ბიოლოგიაში.
პროექტის განხორციელების ვადები: 3
კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიძიებან მასალებს ოქროს კვეთის შესახებ, გაეცნობიან ოქროს კვეთის არსს, შეაგროვებენ ინფორმაციას და მასალებს სხვადასხვა დარგებში: ისტორიაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას, დაამყარებენ კავშირს მეცნიერების სხვადასხვა დარგს შორის. დაინახავენ სილამაზესა და ჰარმონიას და დარწმუნდებიან, რომ სამყაროში ყველაფერი წესებსა და კანონებს ემორჩილება. მოსწავლეები მიეჩვევიან სხვადასხვა წყაროებზე მუშაობას და მარტივი კვლევის ჩატარებას. ასევე მოახდენენ შეგროვებული მასალის პრეზენტაციებს, რაც განუვითარებს თვითშემოქმედებითობას. გაიმართება დისკუსიები, დებატები, მოსწავლეებს შეუძლიათ სხვისი აზრის მიღება, უჩნდებათ საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნე-ბასთან, ბიოლოგიასთან, ბუნებასთან, მუსიკასთან და ლიტერატურასთან.
პროექტის
საჭირო რესურსები:
ინტერნეტი www.math.ru. ლიტერატურა: ავთანდილ ბენდუქიძე „მათემატიკა სერიოზული
და სახალისო“.
1. ლიტერატურული ძიებანი 2005 N26 (ნაწილი )
2. ინტელექტუალური 2008 N7 ოქროს კვეთა არქიტექტურაში.
ავტორი: ვახტანგ ჯოხაძე
რვეული, პასტა, ბიბლიოთეკა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავავლებელი) ლ. ზაქარიაშვილი.
ელ. ფოსტა: zakariashvililali@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავავლებელი) ლ. ზაქარიაშვილი.
ელ. ფოსტა: zakariashvililali@gmail.com
დებილობა
ReplyDelete