საწრეო მუშაობა V კლასი
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო! ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე წელს სკოლის V კლასის მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ფუნქცი ონირებას იწყებს მათემატიკური წრე „ლემა“ . ხელმძღვანელი: ლალი ზაქარიაშვილი წრის მოკლე დახასიათება: წრეში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეუძლიათ V კლასის მოსწავლეებს. ცნობილია, რომ დღევანდელობა მოითხოვს არამარტო მათემატიკის სტანდარტულ (მშრალი ფორმულების ორომტრიალს) ცოდნას, არამედ შემოქმედებითი აზროვნების უნარს, ლოგიკურ დასაბუთებას. ამიტომ სასწავლო პროცესი ძირითადად ლოგიკური და სახალისო ამოცანების ამოხსნაზე იქნება აგებული, რომელიც განათლების სამინისტროს სტანდარტებითაა გათვალისწინებული. წრეობრივი მუშაობა საგრძნობლად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა დაინტერესებას და მოტივაციის გაზრდას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გაძლიერებას. წრის მუშაობა დატვირთული იქნება სხვადასხვა და მრავალფეროვანი დავალებებით შერჩეული პრინციპით „მარტივიდან რთულისკენ“ სახალისო აქტივობებით. მოსწავლეები განიხილავენ ...